|
2016-02-17 15:40:11, 419 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ეწვია. მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც შეხვედრა შედგა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. მიხეილ ჯანელიძემ და მევლუთ ჩავუშოღლუმ განიხილეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა ფართო სპექტრი და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრემიერ-მინისტრების დონეზე მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის უახლოეს პერიოდში გამართვის თაობაზე. შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების წარმატებით რეალიზაციისაკენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახლო მომავალში ამოქმედების მნიშვნელობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაცია. „აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვნად გვესახება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს პარტნიორებთან ცენტრალურ აზიაში, კასპიის ენერგორესურსების დამატებითი მოცულობების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელ ფუნქციონირებას", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ სფეროში არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ დავითოღლუს განცხადებით თურქეთი დაინტერესებულია საქართველოდან ექსპორტის გაზრდით. „ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება გვსურს. გვინდა რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში და მზად ვართ ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს", - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. აღინიშნა, რომ არსებული კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდგომ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)