02:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 12:28:50, 480 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება

ისრაელის შეტევა იემენში ჩვენი მტრებისთვის ცხადყოფს, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს "ზუსტი და წარმატებული ოპერაციისთვის" მადლობა გადაუხადა.

"მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის",- განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მანვე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "ირანისა და მისი მარიონეტების" წინააღმდეგ ზომები გააძლიეროს.

"ვისაც სურს, იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან",- აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics