|
2024-07-17 11:50:08, 336 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში დასრულდება. „გლდანის VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. დაგეგმილია გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავს პროექტებს დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. „ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში სკვერები არამხოლოდ გლდანში, არამედ ყველა რაიონში მოვაწყვეთ, ნაწილს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დავიბრუნეთ გასხვისებული პარკები, რაც განწირული იყო, რომ მათ ადგილას კორპუსები აშენებულიყო. არაფერი უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც გამწვანება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)