|
2024-07-16 21:52:21, 558 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ენმ-ზე - გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან ბრძოლა დღემდე გვიწევს
ჩვენმა თანამოქალაქეებმა ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "2012 წელს, ქართულმა საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას". „გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციიდან დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის განვითარებაში პრინციპული გარდატეხა შეიტანა. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ რეჟიმი, რომლის ხელწერა იყო ადამიანების წამება, უკანონო პატიმრებით სავსე ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა. ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)