|
2024-07-16 11:19:58, 374 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვა - კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტი - "ჯარის ბანაკი" აქტიურად მიმდინარეობს. საზაფხულო ბანაკი მორიგ ნაკადს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კოჯორში იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც. "ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებში გადანაწილებულ მოსწავლეებს დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. გუნდური შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)