|
2024-07-15 16:36:50, 582 ნახვა
საზოგადოება
მსხილაძე - პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. როგორც მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა, გამჭვირვალობის მიზნით, შესარჩევი კომისია შექმნა. "თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს ორი კანდიდატურა წარმოუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი",- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)