|
2024-07-13 16:27:06, 516 ნახვა
საზოგადოება
ბაგების დასახლებაში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა ადგილზე, მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. “არსებული სიტუაცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ არის სკოლა, უნივერსიტეტი, ტრანსპორტის ძალიან დიდი ნაკადი გადაადგილდება, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, როცა არ არსებობს საპარკინგე სისტემა, ელემენტარულად, გადაადგილება ჭირდა, ავტომანქანები გასაჩერებლად იყენებდნენ გზის სავალ ნაწილს, არ არსებობდა ტროტუარები. დაახლოებით, ოთხი მეტრით გაფართოვდება გზა, მოეწყობა ტროტუარები და გამოიყოფა საპარკინგე ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ. გზის უსაფრთხოების მიზნით, ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედლის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარით დაფინანსდება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)