|
2024-07-12 10:25:54, 832 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინას 168 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს
ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის 168 მილიონი აშშ დოლარის (250 მილიონი ავსტრალიური დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემას გეგმავს. Kyivindependent-ის ცნობით, ეს არის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რომელიც ქვეყანამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოყო. პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ჭურვები, საბრძოლო მასალა, სამხედრო ჩექმები და ა.შ. “უაღრესად ქმედუნარიანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდება წარმოადგენს ავსტრალიის უდიდეს მხარდაჭერის პაკეტს უკრაინისთვის და დიდ წვლილს შეიტანს მის ძალისხმევაში, კონფლიქტი დაასრულოს თავისი პირობებით“,- განაცხადა ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა. ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახლადგამოცხადებული თანხების დამატებით, ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა მთლიანმა დახმარებამ 1,3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს მიაღწია (878 მილიონი აშშ დოლარი).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)