|
2024-07-11 11:26:38, 429 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. "ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ისე, სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის. საგრანტო პროექტის შედეგები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის მოადგილეებთან, სახელმძღვანელოს ავტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა" , - ნათქვამია ინფორმაციაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის თანამშრომლებისა და, ზოგადად, იურისტების მომავალი თაობის მომზადება სასჯელაღსრულების სამართლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების სფეროში. "სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია პატიმართა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უფლებები, რომელთა ცოდნა და დაცვა აუცილებელია პენიტენციური დაწესებულებების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. ასევე, წარმოდგენილია უცხოური ლიტერატურის, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებში საკითხზე მრავლისმომცველი წარმოდგენის ჩამოყალიბებას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელოს აქტუალობასა და სასჯელაღსრულების სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. "საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)