|
2024-07-09 13:30:36, 425 ნახვა
საზოგადოება
ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის „1921-1924“-ის პრემიერა გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორია SOLO
“ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ”, - ასე აფასებს ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას თავის ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართება. სპექტაკლში იმ აჩრდილებზე საუბარია, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია. ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა. სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა. „სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა“,- ამბობს რეჟისორი. სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორ-თვე ნახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. „პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო არის ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვება. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა“,- ამბობს რეჟისორი. სპექტაკლის “1921-1924” პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების SOLO Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)