|
2024-07-09 11:21:46, 475 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას. „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ წინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა - მარიამ გურგენიშვილს, რომელიც გემის პირველი ქალი მექანიკოსია და მარიამ ტუსკიას, რომელიც გემის მომავალი კაპიტანია. გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მეზღვაურების მხარდაჭერა „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სტრატეგიის ნაწილია, რადგან მეზღვაურის პროფესია ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძოა. გვიხარია, რომ შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიან და ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ მხარში ვუდგავართ მომავალ მეზღვაურ გოგონებს, რომლებმაც ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახეს და ამ ე.წ. არაქალურ საქმიანობად მიჩნეული სპეციალობის არჩევით გაბედული ნაბიჯი გადადგეს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და ამით სხვებისთვისაც ხდებიან დიდი მოტივატორები“. სტუდენტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს მეზღვაურის პროფესია და რეალურად აპირებს, გაჰყვეს ამ საქმიანობას. სწორედ ასეთი სტუდენტი აღმოჩნდა ლიზი ქავთარაძე, რომელიც მეზღვაურის პროფესიით ბავშვობაში დაინტერესდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე 11 წლის ასაკში სოციალურ ქსელში მეზღვაურ გოგონაზე შემთხვევით ნანახმა სტატიამ მოახდინა.
ლიზი ქავთარაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი: „ადრეული ასაკიდანვე მიზიდავდა ზღვა და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. მეზღვაურობაზე ფიქრი თავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა, თუმცა ოჯახი და მეგობრები დავარწმუნე, რომ ეს ჩემი გულწრფელი არჩევანი იყო. ამ ეტაპზე, როგორც სტუდენტისთვის, მთავარი გამოწვევაა, წარმატებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომლებიც გემის კაპიტნობამდე ღირსეულად მისასვლელად მჭირდება და შემდეგ უკვე შორეულ ნაოსნობაში წავიდე. მეზღვაურებს წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ამ საინტერესო მოგზაურობის საწყის ეტაპზე ვარ და ჩემთვის დიდი მოტივატორია, რომ „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ერთდროულად, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოც არის და სასიხარულოც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და შრომით იმედებს გავამართლებ. ჩემი დაკვირვებით, საზღვაო სფეროში ქალთა ჩართულობა იზრდება. ადრეულ წლებში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონა მეზღვაური გამხდარიყო. გოგონებს, რომლებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ, მოვუწოდებდი, რომ სჯეროდეთ თავიანთი თავის და თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. არ არსებობს სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც შეუძლებელია“. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას. __ „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)