01:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 14:16:02, 382 ნახვა

საზოგადოება
ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების თემაზე, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება,  გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს.

“სამუშაო შეხვედრაზე ასევე, სახალხო დამცველის  მიერ ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და გენდერულად მოტივირებული ქალთა მკვლელობის საქმეებზე იმსჯელეს.  

ღონისძიება ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მასშტაბური კამპანიის ,,არა ფემიციდს” ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics