08:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 22:56:29, 469 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - გერმანია აშშ-ის მომავალ მთავრობასთან ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს

გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბერბოკი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვმუშაობთ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, კანცლერი ოლაფ შოლცი თავის კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან. ეს იყო ცენტრალური საკითხი იმ ბევრ კრიზისში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით და მომავლისკენ ხედვით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ინტენსიურ და პროდუქტიული თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ გეოპოლიტიკური ქარიშხლების ფონზე“, - განაცხადა ბერბოკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics