02:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:31:51, 721 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საკვები მარილის ფალსიფიკაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

„გამოძიებით დაადენილია, რომ მეწარმები - თეიმურაზ თავაძე, გიორი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს, რამაც მომხმარებლის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვია”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1 - დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics