12:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 17:16:50, 760 ნახვა

ომი უკრაინაში
რუმინეთი უკრაინას „პატრიოტის“ სისტემას გადასცემს

რუმინეთი უკრაინას „პატრიოტის“ 4 სისტემიდან ერთს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე მუდმივი მასიური თავდასხმების წინააღმდეგ და რუმინეთის უსაფრთხოებისთვის მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინას სისტემას იმ პირობით გადასცემენ, თუ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს, ხოლო რუმინეთი თავის მხრივ სხვადასხვა ფორმით გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics