|
2024-06-19 15:45:09, 386 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგების ანგარიშებს ისმენენ. კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები განიხილეს. „10 წელი გავიდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული 27 რეგულაციიდან, საქართველოს კანონმდებლობა დღეს 21 რეგულაციასთან სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა. არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად. გვაქვს ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით წლის რესურსების მდგრად გამოყენებასა და წყლის რესურსების სწორად მართვას. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. საქართველოს, ევროკავშირის მსგავსად, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა აქვს გაცხადებული“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გასვლითი სხდომები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე საველე სამუშაოების გაცნობა, წყლის მონიტორინგის ღონისძიებაზე დაკვირვება, ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურის დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების ანალიზატორების მუშაობის პრინციპის გაცნობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)