|
2024-06-17 20:37:45, 368 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ
ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც მზარდია. „ჩვენ უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ მონაცემს. წელს ბანაკის დისლოკაციის ადგილები საქართველოს მასშტაბით სამ ადგილას გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტისადმი ახალგაზრდებში ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა“. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, როგორც თავდაცვის ძალების, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის, რამაც საზაფხულო ბანაკების მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. მინისტრმა აღნიშნა პროექტის მხარდამჭერების - საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა. ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“. „დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, გაუზიარებთ გამოცდილებას თანატოლებს, დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ თავდაცვის ძალებს, იმიტომ, რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ემსახურებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც შეიძლება ადამიანი ემსახუროს - სამშობლოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)