13:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 16:53:37, 716 ნახვა

ომი უკრაინაში
მელონი - „მშვიდობა“ არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პუტინი გვთავაზობს

"მშვიდობა" არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

როგორც მელონიმ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკრაინის დაცვა ნიშნავს წესების იმ სისტემის დაცვას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ერს იცავს".

"ძვირფასო კოლეგებო, "მშვიდობა" არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. მშვიდობის ცნების აღრევა დამორჩილებასთან სახიფათო პრეცედენტს შექმნის ყველასთვის...

ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას. ძვირფასო ვოლოდიმირ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს",- განაცხადა მელონიმ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარი გაიყვანოს და ასევე, ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics