|
2016-02-15 17:01:33, 823 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ზუგდიდში სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ არსებობდა გარკვეული უწყებების მიმართ ინტერესი და ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა. დაკავებულს სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილები ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. იქ გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ოჯახებში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცი სოფელ ნარაზენში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველბმა ის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)