11:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 16:12:26, 868 ნახვა

საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გძნობების შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა,- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შესაბამისად, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობას წვეტს.

"მივიღეთ ცნობად პარლამენტის წევრის იოსებ ჯაჭვლიანის მიმართვა პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის გამოთხოვის თაობაზე. ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომტეტო განხილვების სტადიაშია და ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს რელიგიური გრძნობების შემლახავ საკითხებზე მსჯელობას სამართალდარღვევათა კოდექსში მათი ასახვის კონტექსტში",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics