|
2016-02-15 14:30:22, 459 ნახვა
პოლიტიკა
"ახლა საარჩევნო ოლქების გაუგონარი ჭრა-კერვა მიმდინარეობს" - "ნაციონალური მოძრაობა" ვენეციის კომისიას შეხვდა
ვენეციის კომისიის წევრებმა და ეუთოს ექსპერტებმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ ქვეყანაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები 2016 წელს სამხარეო-პროპორციული სისტემით ჩატარდეს. საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო კანონმდებლობაა, რაზეც დასკვნა მომზადდება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განმარტეს, ამ კონსენსუსს არღვევს მხოლოდ მმართველი კოალიცია, "ქართული ოცნება". „მმართველ კოალიციას უნდა, რომ თავის თავზე მოირგოს საარჩევნო სისტემა და ახლა საარჩევნო ოლქების გაუგონარი ჭრა-კერვა მიმდინარეობს, იმისათვის, რომ არჩევნებში თავისთვის გამარჯვება უზრუნველყონ, მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა დაკარგული აქვთ. ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს შეშფოთება ამ საკითხზე, ჩვენ დოკუმენტირებულ მასალას მივაწვდით, თუ რა არასწორად იქცევა "ქართული ოცნება" ”, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ხათუნა გიოგორიშვილმა განაცხადა, რომ კომისიას პარტიული ნიშნით დანიშნულთა შესახებ დოკუმენტირებულ მასალას, აუცილებლად მიაწვდიან. “ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შეეხება არჩევნების დღის საჩივრების განხილვას, სააოლქო კომისიების მიუკერძოებლობას, ვისაუბრეთ იმ თემაზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელთ, იმ პარტიული დანიშნულების შესახებ, რომელიც მოხდა 4 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც ჩვენ რა ინფორმაციაც გავქვს, 74 წევრი 127-დან არის პარტიული ნიშნით დანიშნული", - განაცხადა ხათუნა გიოგორიშვილმა. მათი თქმით, მთავარი პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადებები არ გაითვალისწინა, არამედ ვენეციის კომისიაში ეს ცვლილებები გადაიგზავნა მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები რეალურად განხორციელებულია. ვენეციის კომისიის წევრები "თავისუფალ დემოკრატებსაც" შეხვდნენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)