|
2016-02-15 12:15:31, 698 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარების სამუშაო შეხვედრები გაიმართა
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით "ლოპოტაზე" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ექსპერტი დაფირ კრამერი, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიის ზოგადი პრინციპები და აღნიშნულის კონტექსტში გაანალიზეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით. ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ბატონმა ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)