15:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 14:51:40, 692 ნახვა

ომი უკრაინაში
„უკრჰიდროენერგო“ - რუსების შეტევის შედეგად, უკრაინის 2 ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

რუსების შეტევის შედეგად, უკრაინის 2  ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „უკრჰიდროენერგო“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი უკრაინის 5 რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებსაც გაუხსნეს.

„კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე ღამე უკრაინის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის. მტერმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის 5 რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე 2 ჰიდროელექტროსადგურს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა სადგურებთან. ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომლები მუშაობენ შედეგების აღმოფხვრაზე. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ განადგურდა "კახოვკას" ჰესი, გაისროლეს 110-ზე მეტი რაკეტა ყველა ჰესის და „უკრჰიდროენერგოჰესის“ მიმართულებით“, - წერია კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics