15:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 10:24:46, 645 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული 7 რაკეტა და 32 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმა განახორციელა. 

საჰაერო ძალების ცნობით, ხუთშაბათს ღამით რუსეთმა უკრაინას შეუტია 11 Kh-101/Kh-555-ის ტიპის საკრუიზო რაკეტებით, რომლებიც გაშვებული იქნა "ტუ-95"-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და ასევე, თავდასხმა განხორციელდა 32 "შაჰიდის" დრონით. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ X-101/X-555-ის ტიპის 7 რაკეტა და 32-ვე დრონი ჩამოაგდეს ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, კიევის და ვინიცის რეგიონებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics