|
2024-05-29 17:00:26, 423 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა
პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აგრარულ სექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. „ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი - მევენახე ფერმერებს 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე გაიზარდა ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)