10:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 14:58:15, 596 ნახვა

საზოგადოება
ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება

ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება.

ამის შესახებ მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის ძველ უბანში, ასკანის მე-2 შესახვევის #5-ში, წუხელ ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამსართულიანი სახლის 120 კვ.მ. ფართობი დაიწვა. მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები.

გამგეობის ძალისხმევით, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დროებით სასტუმროში განთავსდა. დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics