21:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 21:19:19, 480 ნახვა

საზოგადოება
EURO 2024-ზე თბილისის აეროპორტიდან სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები TKT.GE-ზე ხვალიდან გაიყიდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში ხვალ 13:00 საათიდან  ჩაეშვება. 1 გზის ღირებულება 195 ევრო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია:

• ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

• მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას 

• მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

. შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

 ევრო 2024 ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი

კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი

თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი

დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი

თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი

ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com, ასევე  ხვალიდან იქნება შესაძლებელი. 1 გზის ღირებულება თბილისიდან დანიშნული ჩარტერების მსგავსად, 195 ევრო იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics