|
2016-02-13 12:48:53, 532 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ-აბხაზიი" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანზე მუჰამედ კილბაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ კილბას თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, დასავლეთში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების შესახებ. "ნატო-ში გაწევრიანების ფაქტი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება არც დღეს და არც ხვალ. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ რუსეთის ფედერაცია მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს", - განაცხადა კილბამ. როგორც კილბამ განმარტა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული "სამეკავშირეო შეთანხმება" დაცვისა და სტაბილურობის დამატებითი გარანტია გახდა. "იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანების გზაზე და იმ რთული პირობების ფონზე, რომელშიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდა, ნათელი ხდება, რომ "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერა ჩვენი დამატებითი დაცვა და სტაბილურობის გარანტია გახდა. აქ იგულისხმება ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მკაცრად აკრიტიკებდნენ. საქართველო ნატო-ს წევრი, რომ აუცილებლად გახდება და ალიანსი ამაში დაეხმარება, ამის შესახებ ექს-გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც აცხადებდა. ამჟამინდელი გენერალური მდივანი ამ მოსაზრებას იზიარებს. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, თბილისს ხშირად სტუმრობენ ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები და პირობას დებენ, რომ მალე საქართველო ამ "დიდი ოჯახის" სრულფასოვანი წევრი გახდება", - აღნიშნა კილბამ. მუჰამედ კილბა ვარაუდობს, რომ სწორედ რუსეთის ხელშეწყობით ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ მზად არ არის და MAP-ის მინიჭება გაურკვეველი ვადით გადადეს. მისივე შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება იმის შესახებ, რომ მაისში დაიწყება პირველი ქართული ასეულის გაწვრთნა, არის იმის დემონსტირება, რომ “ნატო ჯერ კიდევ ისახავს მიზნად საქართველოს მომზადებას ალიანსში გასაწევრიანებლად”.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)