23:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 14:07:00, 883 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის  უფროსთან, გენადი ანანიძესთან და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სოფელ გულებში შემდეგი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს:

ლევან და რევაზ დიასამიძის სახლებთან, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა;

მინდია დიასამიძის და ჯამბულ დიასამიძის  საცხოვრებელ სახლებთან სანიაღვრე არხის მოწყობა;

რამაზ დიასამიძის სახლთან საყრდენი კედლის მშენებლობა;

კახაბერ ბერიძის სახლთან მოეწყობა სანიაღვრე არხი ცხაურით.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების, ბეტონის გზის, რკინა-ბეტონის კიუვეტის არხის ცხაურით, საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების სამშენებლო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 1 378 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც სულ 25 პროექტი განხორციელდება”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics