|
2016-02-12 12:30:19, 732 ნახვა
სამართალი
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირებას ითხოვს
ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირების შესახებ განცხადება შეიტანა. როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს საქმის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს და მხარედ დარეგისტრირებას სწორედ ამიტომ ითხოვს. მისივე თქმით, იგი დღეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდება და პროცესზე განსაკუთრებულ მონიტორინგს სთხოვს. "ჩემი დარეგისტრირება მხარედ საჭიროა იმიტომ, რომ თუკი გაჩეჩილაძეების მხრიდან შემოვა ნებისმიერი განცხადება თუ საჩივარი მაცნობონ ეს. როცა ვიქნები მხარედ დარეგისტრირებული მაცნობებენ და მე მექნება საშუალება წერილობითი პასუხი გავცე. ყველა საელჩოს და მათ შორის ევროკავშირის ელჩს მინდა ვთხოვო, რომ ჩვენ არ გავალთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, მაგრამ რომ არ მოხდეს ჩარევა სასამართლოში ხელისუფლების მხრიდან, მე მათ ვთხოვ განსაკუთრებულ მონიტორინგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, დამფუძნებლებიც და დირექტორიც შევძლებთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას“, - განაცხადა გადაბაძემ. ცნობისთვის, საჯარეო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)