|
2024-04-22 10:57:27, 464 ნახვა
საზოგადოება
ბბ დაზღვევის მოგება 2023 წელს 44%-ით გაიზარდა
ბბ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კორპორაციულ და საცალო სადაზღვევო პროდუქტებს. 2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს. 2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადაზღვევო სექტორის ROE 19.8%-ს შეადგენს). ბბ დაზღვევა ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საავიაციო დაზღვევის ბაზარზე და 2023 წლის მონაცემებით ბაზრის 45% წილს ფლობს. 2023 წლის განმავლობაში ბბ დაზღვევის მიერ 1200-მდე სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ ჯამურად 38 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია ბბ დაზღვევა ყოველწლიურად განაგრძობს სტაბილურ ზრდას და სადაზღვევო ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ ყოველწლიურად მოგებით ასრულებს წელს. დაარსების დღიდან კი 11.2 მილიონი ლარის მოგება აქვს გენერირებული. „ბბ დაზღვევა ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანიაა და ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი ვართ ბანკის, დაზღვევისა და ლიზინგის მიმართულებებით, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ვქმნით სადაზღვევო პროდუქტებს სხვა ფინანსურ პროდუქტებთან ერთად. მაგალითად, ავტო ლიზინგის პროდუქტი მოიცავს ავტომობილის დაზღვევას, აღჭურვილობის იმპორტის ლიზინგს ავტომატურად მოჰყვება ტვირთის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი სადაზღვევო ბიზნეს მოდელი შერწყმულია სხვა ფინანსურ პროდუქტებთან. ეს კი საშუალებას გვაძლევს ბაზარზე ვიყოთ ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც მომხმარებელს კონკურენტულ პროდუქტებს სთავაზობს. ბბ დაზღვევა 2024 წელს კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით შეხვდა. მომხმარებლისთვის ვქმნით მეტად დახვეწილ და მათ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას ისე, რომ მნიშვნელოვნად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და, რაც მთავარია, რეალურად დაიცვას ისინი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან“, - აცხადებს ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორი, კოტე სულამანიძე.
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)