|
2024-04-19 12:54:11, 329 ნახვა
საზოგადოება
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფია ადგილობრივი ბიზნესი, განსაკუთრებით ქალი მეწარმეები. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. „ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს მიღებული აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული გეგმა, სადაც ძირითადი ყურადღება სწორედ ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას ეთმობა. შეფუთვის ნარჩენები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება, რაც მთელი ნარჩენების 16-17%-ია. ჩვენი მიზანი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსის, ლიდია ქრისტმანის განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოების და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, ახლა ძირითადი ყურადღება ამ დოკუმენტების იმპლემენტაციას უნდა დაეთმოს. „ვაფასებ საქართველოს მისწრაფებას, დანერგოს ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა. მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების იმპლემენტაცია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც უფრო ნაკლები შეფუთვა გამოიყენება, მით ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება, ეს პრობლემის მოგვარების გასაღებია. გარდა ამისა, ეს ფინანსური რესურსების დაზოგვის და სათბური აირების გამოყოფის შემცირების საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნა ლიდია ქრისტმანმა. პროექტის წარდგენის პარალელურად, პანელური დისკუსია „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების პრევენცია და ხელახალი გამოყენება საქართველოში“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე და ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)