|
2016-02-11 12:54:59, 418 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია: შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს
მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, თუ სასაზღვრო კონტროლი დაწესდება, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საბერძნეთს, გააქტიუროს ძალისხმევა მიგაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში. როგორც ევროკომისიაში მიიჩნევენ, კრიზისის გამწვავებას საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა ხელს უწყობს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)