|
2016-02-11 09:49:51, 595 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა ევროკომისიას მიაწოდეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე. კვირიკაშვილის თქმით, ევროკომისია დაარწმუნა, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს. „ასევე, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს და ჩვენ ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენთვის ეს არის სისხლ-ხორცეულად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის, იყოს შესრულებული ჩვენი მხრიდან და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი სტანდარტით და მაღალი მოლოდინების თამასით ელოდებიან ჩვენგან ყველა ამ სტანდარტის შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მთელ პოლიტიკურ სივრცეში საქართველოში გავავრცელოთ ეს განწყობა იმისათვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე დაექვემდებაროს ასევე ამ მაღალ სტანდარტებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)