16:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 10:31:22, 352 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო.

„მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics