00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 13:30:03, 673 ნახვა

რეგიონი
„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

"დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში,  კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების  მოსახლეობისათვის აქცია ქვემო ჭალის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარდა.

„შპს. ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში, 50 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.

აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე,  და კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში გაიმართება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics