17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:50:20, 370 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფრომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს.

"თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics