|
2016-02-10 17:51:35, 471 ნახვა
პოლიტიკა
ციხისძირში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე - "პარტიზანი მებაღეებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს
ციხისძირში საპროტესტო აქცია 4 პირის დაკავებით დასრულდა. სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და "პარტიზანი მებაღეების" სამი წევრი დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, აქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ასწლოვანი ხეების მოჭრას მომავალაშიც შეეწინააღმდეგებიან. როგორც შსს-ში ამბობეn, ოთხი პირის დაკავება აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)