17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 11:27:34, 335 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების შემდეგ პირველად გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, რიხარდ ბოკს და საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველს, კიმ ბრისევაკს უმასპინძლა.

"სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსებს მიულოცეს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება და აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანოტარო სერვისების განვითარებაში.

ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ნანდოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან იმსჯელეს გერმანიის ნოტარიუსთა ინსტიტუტის, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების კრიტერიუმების, „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კიმ ბრისევაკმა ნოტარიუსთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ხელს შეუწყობს სანოტარო პრაქტიკის უნიფიკაციას და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებას. რიხარდ ბოკმა კი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ასპექტების შესახებ ქართველ ნოტარიუსებს გერმანიის გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და ნოტარიუსები",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics