18:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 11:53:23, 357 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.

კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება.

„როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს.  მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ “, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ფრენებისა და ტარიფების შესახებ ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს.

„როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ქალაქებში, სადაც ჩვენი ნაკრების შეხვედრები გაიმართება, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა, ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics