|
2016-02-10 17:05:55, 435 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობა იყო. მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის დიალოგისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჰერბერტ ზალბერი დღეს საქართველოში მოემგზავრება, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მოსამზადებლად დამატებით შეხვედრებს გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)