|
2016-02-10 16:32:39, 470 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 10-11 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ტოომას ჰენდრიკ ილვესთან, პრემიერ მინისტრთან ტაავი რეივასთან, პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სვენ მიკსერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიურანდთან და მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰანნო ტომბერგთან. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ტურიზმის ასოციაცია , სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ათამდე ქართული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი. ასევე, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში მიხეილ ჯანელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "Georgia's European and Euro-Atlantic Integration"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)