|
2016-02-10 16:31:45, 1091 ნახვა
პოლიტიკა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჟურნალისტს დღეს წერილობით აცნობეს. მიშველაძემ ოფიციალური წერილი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გიორგი ბარათაშვილისგან მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელი" ჟურნალისტთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს. ჟურნალისტმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა. წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა ვერ მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი განცხადებაში განმარტავს, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტის თემატიკა სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უკვე არსებობს ან წარმოებაშია. აქედან გამომდინარე, კომპანია ტელეწამყვანთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)