|
2016-02-10 16:20:29, 716 ნახვა
სამართალი
თალაკვაძე: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან კავშირი არ აქვს
"სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვიდეო მონიტორინგმა არაერთ ქვეყენაში საგზაო მოძრაობის სფეროში შემთხვევათა რაოდენობა 30-40 პროცენტით შეამცირა. "დღეს არსებული კანონმდებლობითაც სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს. ამ საკითხების ურთიერთდაკავშირება ოპონენტების მხრიდან ხდება. ჩემი აზრით, სპეციალურად, რომ მიაღწიონ ამ პროექტის დისკრედიტაციას და რაღაც მითი შექმნან, რომ სახელმწიფო იწყებს ტოტალურ კონტროლს. რა ტოტალურ კონტროლზეა საუბარი, სახელმწიფოს თუ უნდა რომ მოქალაქეს ფარულად უთვალთვალოს, რატომ უნდა დაანონსოს ეს რეფორმის სახით, ან რატომ უნდა დააყენოს ნიშანი, ან ამის რეკლამირებას რატომ დაიწყებდა მედიით? ალოგიკურია. უკონტაქტო პატრულირების გამოცდილება არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში...ვიდეო მონიტორინგმა ზოგადად საგზაო მოძრაობის სფეროში შეამცირა შემთხვევათა რაოდენობა 30-40 პროცენტით არაერთ ქვეყანაში. ეს არის შედეგი რომელსაც ჩვენც გვინდა მივაღწიოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)