|
2016-02-10 16:03:21, 718 ნახვა
სამართალი
გორში ორმაგი მკვლელობა მოხდა
გორში ორმაგი მკვლელობა მოხდა. ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა ცოლი და მისი თანმხლები მამაკაცი მოკლა. მეზობლების ცნობით, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა. ქალი მეორედ გათხოვდა და პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალბატონმა ისრაელიდან 23 წლის შვილის ცხედარი ჩამოასვენა. თანმხლები მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუა ხნის ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)