21:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-31 23:52:25, 678 ნახვა

საზოგადოება
ბესიკ ამირანაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია  სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის სამძიმრის წერილში. 

"ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში. 

შეგახსენებთ, 28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 5-კაციანი ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" ტურში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი გადაურჩა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics