04:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 14:23:58, 769 ნახვა

მსოფლიო
მედია - დაკავებულია პირი, რომელიც აზერბაიჯანში ტერაქტს გეგმავდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოიკვეთა ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, სხვა პირებთან ერთად, ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის მოქალაქეს კავშირები ჰქონდა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებსაც მითითებებს აძლევდა, მოეწყოთ ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა. ასევე გეგმავდნენ, მოეკლათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინგლისურს ასწავლიდა რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში.

გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, დაკავებული გეგმავდა სამხედრო წვრთნების მოწყობას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირებთან ერთად, რომლებთანაც კონტაქტში იყო.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics