04:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 10:10:15, 577 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში, ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე. 

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.

გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ მოიპოვა პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი. (გამარჯვებული ღვინოების შესახებ  იხ. ლინკზე:https://texsom.com/results/?fbclid=IwAR1OvXoMyEs1HdilqytqJH9og7ax8BEO9AogSbiP2uuDrrAtoQbaP75eHq0).

ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს  დაარსდა, ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე მოეწყობა“, - აღნიშნულია ღვინის სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics