11:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 17:11:48, 1055 ნახვა

მსოფლიო
CBS News - „რესპუბლიკურ პარტიაში“ დონალდ ტრამპის მეტოქე ნიკი ჰეილი კანდიდატურას ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში "რესპუბლიკურ პარტიაში" დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჰეილი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მშობლიური შტატის, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკი ჰეილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის ე.წ. სუპერ სამშაბათის ფარგლებში გამართულ "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში, დონალდ ტრამპთან, ვერმონტის გარდა, ყველა შტატში დამარცხდა. 

ვერმონტში მოპოვებული გამარჯვება, მთელი პრაიმერიზის განმავლობაში, კოლუმბიის ოლქის შემდეგ, ჰეილისთვის რიგით მეორე გამარჯვება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics