|
2024-03-05 14:46:40, 953 ნახვა
საზოგადოება
აპარატი - ომბუდსმენმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. აპარატის ინფორმაციით, საქმის წარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა. "2024 წლის 28 თებერვალს, სახალხო დამცველმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში,ზოგადი წინადადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს და მოუწოდა, არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება. როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმის წარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა. სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა. საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს. ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა, ასევე იმსჯელა გენდერულ თანასწორობის კუთხით არსებულ ზოგად გამოწვევებზე, სკოლის მოსწავლეთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობასა და სკოლის შესაბამის ვალდებულებებზე",- აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)